სურამის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია -ფოტოკოლაჟი
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა სურამის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის დროული ლიკვიდაცია მოახდინეს.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112″-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ყოფილი თამბაქოს ქარხნის შენობაში გაჩნდა ცეცხლი.
ადგილზე მობილიზებული იყო თბილისის მთავარი სამმართველოს ხუთი ერთეული სახანძრო და ორი ერთეული სამაშველო ჯგუფი.
ხანძრის შედეგად აღნიშნული შენობის სახურავის 120-130 კვ.მ დაიწვა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.