ბაია ცანავა: გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია
ტელეკომპანია “იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს მდივანი ბაია ცანავა უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იგი სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. როგორც ცანავამ განაცხადა, მან მიიღო უწყებიდან შეთავაზება, თუმცა იგი ჯერაც ფიქრობს.
“სასჯელაღსრულების სამინისტროსგან, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შემოთავაზება ნადვილად მივიღე, თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. შეთავაზება არ ნიშნავს იმას, რომ ვინიშნები აღნიშნულ თანამდებობაზე. მე ჯერ კიდევ ტელეკომპანია “იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს მდივანი ვარ”, – განაცხადა ცანავამ.