ბრაზილიის ელჩმა დავით დონდუას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2015 წლის 14 აგვისტოს საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა სისერო მარტინს გარსიამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს დავით დონდუას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბარი ბრაზილიასა და საქართველოს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას და შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს შეეხებოდა.
ასევე ისაუბრეს როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები