სერჟანტთა ძირითადი სასწავლო კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ძირითადი ქვეითი ათეულის მეთაურის კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.
ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და გენერალური შტაბის სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა.
კოჯორში სამხედრო ბაზაზე 13 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს გამოჩენილი თავდადებისთვის 4 სამხედრო მოსამსახურეს უწყებრივი მედლები – „სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისთვის“ გადაეცათ.
ძირითადი სასწავლო კურსი წარმატებით 162-მა სამხედრო მოსამსახურემ დაასრულა. აქედან 156-მა – ქვეითი სპეციალობით.
38 სამხედრო სპეციალობების მიხედვით სხვადასხვა სკოლაში გადაიგზავნა. სამხედრო მომზადება ორ ფაზას მოიცავდა. პირველი ფაზის განმავლობაში ჯარისკაცებმა მეცადინეობების მეთოდური ჩატარების პრინციპები და ნავიგაცია შეისწავლეს. ასევე გაიარეს ფსიქოლოგიური მომზადება.
სწავლების მეორე ფაზის დროს კი ჯარისკაცებმა საბრძოლო, სამეთაურო, ინსტრუქტორულ და საპატრულო ოპერაციებში ივარჯიშეს, შეისწავლეს მართვის პროცედურები და სამხედრო ისტორია.
ძირითადი სასწავლო კურსი 25 მაისს დაიწყო და 12 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. კურსდამთავრებული სერჟანტები საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და სამხედრო სამსახურს გააგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები