თბილისის დენის ტარიფთან დაკავშირებით სემეკში მორიგი განხილვა მიმდინარეობს
დღეს სემეკში “თელასის” ტარიფთან დაკავშირებით მორიგი წინასწარი განხილვა მიმდინარეობს, რომელიც კაპიტალურ დანახარჯებს ეხება.
განხილვას ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან.
მათი თქმით, “თელასის” მიერ წარდგენილი ხარჯები ხელოვნურად “გაბერილია”, რასაც არ ეთანხმება “თელასის” წარმომადგენელი მიხეილ ანთაძე.
ანთაძის აზრით, “თელასის” მიერ წარდგენილი დანახარჯები აბსოლუტურად ლოგიკური და დასაბუთებულია.
მისი თქმით, სემეკში “თელასის” მიერ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადის და დოკუმენტაციის დაწვრილებითი განხილვა მიმდინარეობს და ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულის თქმა მას არ შეუძლია.