გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა
გიორგი მღებრიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე პირველი შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან იანოშ ჰერმანთან გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატები, მათ შორის, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების პროცესთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს.
გიორგი მღებრიშვილმა და იანოშ ჰერმანმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.