გოგი ფაცაციამ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 23 წელი შესრულდა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ გოგი ფაცაციამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოსდაიწყო, პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა.
სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა, რასაც ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა.