სამგორის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, სამგორის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება. “ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცნობით, სამგორის რაიონში, ქიზიყის ქუჩაზე მდებარე გაზგამანაწილებელში ჩასატარებელი გეგმური, სარევიზიო-პროფილაქტიკური სამუშაოს გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ქიზიყის ქუჩა N 2, 3, 5, 7, 7-ა, 7-ბ, 8, 9, 9-ა, 11, 13/12-ში მდებარე შენობებს (სულ – 310 აბონენტს). შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მიუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები იქონიონ დაკეტილ მდგომარეობაში. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ- თბილისი” პასუხისმგებელი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები