თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოებია. შეზღუდვა შეეხებათ: სამგორის, საბურთალოს, ნაძალადევის, გლდანის, კრწანისის, ჩუღურეთისა და მთაწმინდის რაიონების ნაწილს.
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა აღმაშენებლის გამზირის, ნუცუბიძის, ასათიანის, ზემო დელისის, ჩიტაძის და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხებათ.
10 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგია ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, კობცოვის, ტატიშვილის, წულუკიძის, შანდორ პეტეფის, ლაღიძის, ივერიელის, გომარეთის, ხარაბაძის, ბუკისციხის, ჯავახეთის და ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს არ მიეწოდება.
შუქი 11 საათიდან 14 საათამდე მუხიანის IVბ მიკრორაიონის, ალექსიძის, ბერბუკის, ალმასიანის, ასლანიდის შეშელიძის, ხევძმარის და ხიზანბარელის ქუჩების მაცხოვრებლებს გაეთიშება.
11 საათიდან 16 საათამდე ელექტროენერგია დიდი დიღმის III და IV მიკრორაიონების, სოფელ დიღომის (ნაწილობრივ), მირიანის ბაგრატიონის, ყიფიანის, ილურიძის ჩიხის, ილურიძის გასასვლელის და ილურიძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეზღუდებათ.
შეზღუდვა 11 საათიდან 17 საათამდე რუსთაველის გამზირის, რესპუბლიკის მოედნის, ჟღენტის, ხვანჭკარას, ტყიბულის, ჩარგლის,  ირემაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 18 საათამდე ელექტრომომარაგება სადგურ ლილოს მაცხოვრებლებს არ მიეწოდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები