სამეცნიერო – კვლევითი ცენტრი თხილის წარმოების პროგრამას მხარს უჭერს

2015 წელს საქართველოს მთავრობის ინიციატივით თხილის სექტორის განვითარების პროგრამას სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად უჭერს მხარს და „თხილის წარმოების მხარდაჭერის პროგრამის“ ეფექტურად განხორციელებაში თავისი წვლილის შეტანას გეგმავს.
„თხილის წარმოების მხარდაჭერის პროგრამას” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.
სამეცნიერო – კვლევითი ცენტრი ამ პროგრამისთვის, თხილის მწარმოებელი ფერმერებისა და თხილის წარმოებით დაინტერესებულ პირებს გრძელვადიან ტრენინგებს ჩაუტარებს.
კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის მეცნიერ-თანამშრომლების თქმით, ტრენინგები ცოდნის გაღრმავებასა და ახალი ტექნოლოგიების გაზიარებას ისახავს მიზნად.
დაგეგმილ ტრენინგებზე, მსმენელებს საშუალება ექნებათ, კვლევითი ცენტრის წამყვანი სპეციალისტებისგან მიიღონ ინფორმაცია და პრაქტიკული რჩევები თხილის ჯიშების შერჩევის, სარგავი მასალის წარმოების, ბაღების გაშენების, მოვლა-მოყვანის, მოსავლის აღების, პირველადი სასაქონლო დამუშავებისა და თხილის ბაღებში ჩასატარებელი ძირითადი აგროტექნიკური ღონისძიებების შესახებ.
კვლევითი ცენტრის მიერ დაგეგმილი ტრენინგები მუდმივ რეჟიმში განხორციელდება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
დაგეგმილი ტრენინგების განრიგი:
სამეგრელო-ზემო სვანეთი: 13- 14 აგვისტო, 20-21 აგვისტო აჭარის ა/რ: 26-27 აგვისტო გურია: 3-4 სექტემბერი, 10-11 სექტემბერი იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი: 17-18 სექტემბერი კახეთი: 24-25 სექტემბერი
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ შესაბამის რეგიონალურ სამმართველოებსა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები