საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 13 ივნისს სტიქიური უბედურების დროს დაღუპულ პირთა ხსოვნას, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა მიმართა.
აღნიშნულ ცერემონიალზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები სხვადასხვა დამსახურებისთვის დაჯილდოვდნენ:
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მადლობის სიგელით, 2015 წლის 13 ივნისის სალიკვიდაციო სამუშაოებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 950-მდე თანამშრომელი დაჯილდოვდა;
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისათვის, სამინისტროს მედლით მამაცობისთვის შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები დაჯილდოვდნენ (7 მეხანძრე-მაშველი); 13 ივნისის სტიქიის დროს განსაკუთრებული სირთულისა და მნიშვნელოვანი დავალების, ასევე, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერი შესრულებისათვის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით ვადამდელი სპეციალური წოდებით შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 33 თანამშრომელი დაჯილდოვდა;
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, სამინისტროს სამკერდე ნიშნით უმწიკლო სამსახურისავის 10 წელი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 3 თანამშრომელი ჯილდოვდა; შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, სამინისტროს სამკერდე ნიშნით უმწიკლო სამსახურისავის 15 წელი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 4 თანამშრომელი დაჯილდოვდა; 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების დროს სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისთვის და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 920-მდე თანამშრომელი მადლობის სიგელით დაჯილდოვდა; ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 50-მდე თანამშრომელს მადლობა გამოუცხადეს;
ღონისძიების დასასრულს, სამოქალაქო უსაფრთხოებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვლადიმერ კუვშინოვის მიერ, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 10-მდე თანამშრომელი დაჯილდოვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები