ბაღდადში აფეთქებას 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებას 50-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, – ამის შესახებ ინფორმაციას “ბი-ბი-სი” იუწყება.
ამავე ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ, სადრში მდებარე ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა. (სადრი ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარეობს, იგი, ძირითადად, შიიტებით არის დასახლებული).
“ბი-ბი-სი”-ის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სატვირთო ავტომობილში იყო მოთავსებული.
აფეთქება ხალხმრავალ ადგილას მოხდა, რის შედეგადაც ასამდე ადამიანი დაშვდა.
დღეს მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები