თედო ჯაფარიძემ მაიკლ გეორგ ლინკისგან მადლობის წერილი მიიღო

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორისგან, მაიკლ გეორგ ლინკისგან მადლობის წერილი მიიღო.
წერილში მაიკლ გეორგ ლინკი საქართველოში მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმის ბოლოდროინდელი განვითარებებისა და ინიციატივების შესახებ მისთვის მიწოდებული ინფორმაციისთვის მადლობას იხდის.
“კვირა” მადლობის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
“მსურს, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმის ბოლოდროინდელი განვითარებისა და ინიციატივების შესახებ ჩვენთვის მოწოდებული ყოვლისმომცველი ინფორმაციისათვის. ანალოგიურად, ჩემთვის მეტად ღირებულია ის საინტერესო განხილვები, რომლებიც ჩვენ გვქონდა აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე წლის აპრილში ჩემი საქართველოში ვიზიტის დროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები