თბილისის 133-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობას აგრძელებს.
როგორც უწყებიდან “კვირას” აცნობეს, ამჯერად თამარ სანიკიძე თბილისის № 64 საჯარო სკოლაში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.
თბილისის 64-ე საჯარო სკოლა დიდკონტინგენტიანი სკოლაა, სადაც 1100 ბავშვი ქართულ, რუსულ და აზერბაიჯანულ სექტორებზე სწავლობს. ბოლო წლების განმავლობაში სკოლას ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები, გაკეთდა გარე სადრენაჟე-სანიაღვრე სისტემა. აშენდა ახალი სპორტული დარბაზი, გარემონტდა საკლასო ოთახები, კეთილმოეწყო ეზო, შეკეთდა სკოლის სახურავი, სკოლის გარე ფასადი.
სკოლა აღიჭურვა ახალი ინვენტარით, გარემონტდა და შესაბამისი ინვენტარით მომარაგდა ექიმის კაბინეტი, გაიხსნა ინტეგრირებული კლასი (სმენადაქვეითებულ მოსწავლეებისათვის), გარემონტდა სააქტო დარბაზი, რომელიც წლების მანძილზე არ ფუნქციონირებდა ასევე არ ფუნქციონირებდა სპორტული დარბაზი, მოხდა ძველის დემონტაჟი და აშენდა ახალი კორპუსი.
ახლა მიმდინარეობს სკოლის სასადილოს, საკლასო ოთახების, ინტეგრირებული კლასის, სარემონტო და პანდუსის მოწყობითი სამუშაოები.
სკოლა ახალი სასწავლო წლისთვის 125 პირველკლასელს ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები