გიგლა აგულაშვილმა ოკაცეს კანიონის ტურისტული მარშრუტი დაათვალიერა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი იმერეთის მღვიმეებს სტუმრობდა. მინისტრმა ოკაცეს კანიონის ტურისტული მარშრუტი დაათვალიერა და ტურისტებს გაესაუბრა. მინისტრმა ისაუბრა ახალი სერვისების განვითარების მნიშვნელობაზე, რაც საშუალებას მისცემს ოკაცეს კანიონის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, ტურიზმის განვითარებასთან ერთად, გაუჩნდეთ დამატებითი შემოსავლის მიღების წყარო, რაც მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ოკაცეს კანიონში მოწყობილია კილომეტრამდე სიგრძის კიდული კონსოლური ბილიკი და გადასახედი პლატფორმა. აქვე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, საგამოფენო დარბაზი და ინტერნეტ – კაფე. ეზოში მოეწყო ეკოსაგანმანათლებლო ამფითეატრი, გაკეთდა ქვით მოკირწყლული ბილიკები.
ოკაცეს კანიონის პროექტი 2014 წლის სექტემბერში დასრულდა და მისი ღირებულება 4 მილიონ 850 ათასი ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები