მსახიობი ზურაბ ბეგალიშვილი გარდაიცვალა

54 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მსახიობი ზურაბ ბეგალიშვილი გარდაიცვალა.
ზურაბ ბეგალიშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ფილმებში, როგორიცაა „ლაქა“, „ორმაგი სახე“, „სვანი“, „რენე მიდის ჰოლივუდში“, „ცხელი ძაღლი“, „ქაღალდის ტყვია“, „ყავა და ლუდი“, „ქუჩის დღეები“. მან ასევე ეპიზოდური როლი შეასრულა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებშიც“.
ზურაბ ბეგალიშვილს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „ღამის ცეკვა“ საქართველოს კინოაკადემიის პრიზი „ნატო“ მიანიჭეს, ხოლო ფილმში – „აქ თენდება“ შესრულებული როლისათვის აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან-პრი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები