თბილისის რამდენიმე უბანს დღეს გაზმომარაგება შეუწყდება
თბილისის რამდენიმე უბანს დღეს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. “ყაზტრანსგაზ თბილისის” ცნობით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, სამგორის რაიონში – მესამე მასივის III კვარტლის შენობებსა და “დ” ქუჩის N 6, 7 კორპუსებს (სულ – 650 აბონენტს); 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში – ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის N 19, 19-ა, 19-ბ, 21, 21-ა, 21-ბ, აგრეთვე – ბესარიონ ჭიჭინაძის N I, II, III, IV, VI, VII ჩიხებში მდებარე შენობებს (სულ – 480 აბონენტს).
11:00 საათიდან 17:00 საათამდე, კრწანისის რაიონში – ზემო ფონიჭალაში მდებარე კორპუსებს; ლევან ღოღობერიძის, ბესარიონ ლომინაძის, სერგო სურგულაძისა და ანდრო ჟორდანიას ქუჩებს (სულ – 1580 აბონენტს).
11:00 საათიდან 17:00 საათამდე, საბურთალოს რაიონში – ვაშლიჯვრის დასახლებაში – აკაკი კვანტალიანის, ვასო გოძიაშვილის, პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების ნაწილს (სულ – 350 აბონენტს);
12:00 საათიდან 17:00 საათამდე, მთაწმინდის რაიონში – სოფელ შინდისში, სავაჭრო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიას (სულ – 170 აბონენტს);
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მიუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები იქონიონ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის.