თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო , 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის VII, VIII, IX კვარტლების, შუამთის, კალოუბნის და რამიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მაიაკოვსკის და აგლაძის ქუჩების მცხოვრებლებს. ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის, წულუკიძის, ლაღიძის, შანდორ პეტეფის და მუკუზნის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჩიტაიას, ფიროსმანის და კონსტიტუციის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და კრწანისის ქუჩების მცხოვრებლებს. ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, III კვარტლების მცხოვრებლებს. გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII და VIII მიკრორაიონების მცხოვრებლებს. საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელ დიღმის, პეკინის გამზირის, კალანდაძის და იოსებიძის ქუჩების მცხოვრებლებს. ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ზიგზაგის, ბოგვის, დეპის, კავთისხევის, ჭყონდიდელის, საყვირის, ცოტნე დადიანის და მრევლიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები