სოზარ სუბარი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და „ოლიმპიური სოფლის“ ახალაშენებულ კორპუსებში ბინების გადაცემის პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
სოზარ სუბარმა განმარტა, რომ ბინების განაწილების კომისიის მუშაობაში ჩართულები არიან სახალხო დამცველის ოფისის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პროცესი უფრო ღიად და გამჭვირვალედ წარიმართოს, კომისიის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით ორი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ჩაერთვება.
მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ კომისიის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაცია „გზა აფხაზეთისაკენ“ და „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო ორგანიზაცია“.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები