დევნილთა მინისტრი თეთრწყაროში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი თეთრწყაროში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. დევნილთა და განსახლების სამინისტრო თეთრიწყაროში, დევნილი ოჯახებისათვის რეაბილიტირებული შენობის სასმელი წყლით მომარაგებისათვის ჭაბურღილის, დამხმარე ნაგებობისა და წყლის სარინელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
მინისტრის მოადგილემ, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთად ერთად, თეთრწყაროში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. საყოფაცხოვრებო ნივთები 45 დევნილ ოჯახზე განაწილდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები