ხვალ, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
ხვალ, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით აღნიშნულის მიზეზი დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოებია.
ელექტრომომარაგება 10 -დან 16 საათამდე ჩიტაიას, ფიროსმანის, კონსტიტუციის, გორგასლის და კრწანისის ქუჩების მაცხოვრებლებს გაეთიშებათ.
10 საათიდან 17 საათამდე ელექტროენერგია ვარკეთილის მასივის VII, VIII, IX კვარტლების, შუამთის, კალოუბნის და რამიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს არ მიეწოდება.
ელექტრომომარაგება 11 საათიდან 14 საათამდე გლდანის მასივის VII და VIII მიკრორაიონების მაცხოვრებლებს შეეზღუდება.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელ დიღმის, პეკინის გამზირის, კალანდაძის, იოსებიძის, ზიგზაგის, ბოგვის, დეპის, კავთისხევის, ჭყონდიდელის, საყვირის, ცოტნე დადიანის, მრევლიშვილის, მაიაკოვსკის და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
შუქი 11 საათიდან 17 საათამდე წყნეთის გზატკეცილის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, III კვარტლების, ქეთევან წამებულის, წულუკიძის, ლაღიძის, შანდორ პეტეფის და მუკუზნის ქუჩების, მაცხოვრებლებს გაეთიშება.