როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში

შემდეგი სამი დღის განმავლობაში საქართველოში მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში განუცხადეს.
კერძოდ, ხვალ, 12 აგვისტოს უნალექო ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, თუმცა, დღის ბოლოს, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთ საქართველოში 37 გრადუსი, აღმოსავლეთში კი – 34-39 გრადუსი იქნება. თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის და მაქსიმალური ტემპერატურა ხვალ 37 გრადუსს მიაღწევს.
ზეგ, 13 აგვისტოს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში 34-37 გრადუსი, აღმოსავლეთში კი – 33- 39 გრადუსი იქნება. თბილისშიც უნალექოდ ჩაივლის დღე, ტემპერატურა 36 გრადუსამდე აიწევს.
14 აგვისტოსაც ასევე უნალექოდ ჩაივლის დღე. დასავლეთ საქართველოში 34-38 გრადუსი, აღმოსავლეთში – 34-39 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში 37 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები