კიბერუსაფრთხოების ბიუროში სტაჟირების პროგრამა დასრულდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროში ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ქართველმა სტუდენტებმა სტაჟირება დაასრულეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ექვსი სტუდენტი კიბერუსაფრთხოების ბიუროში სტრუქტურული ერთეულების მუშაობის პროცესს, ბიუროს სტრუქტურას, ამოცანებსა და ინფრასტრუქტურას ერთი თვის განმავლობაში ეცნობოდა. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები პრაქტიკულ სამუშაოებშიც.
ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა, ახალგაზრდებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და სტუდენტებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ერთ-ერთ პრიორიტეტს ახალგაზრდა კადრების მოზიდვა წარმოადგენს. სტაჟირება საქართველოს მთავრობის „საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ დადგენილების თანახმად ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები