გიგლა აგულაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს შეხვდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ქვეყანაში არსებული ბიორესურსებისა და მათი შენარჩუნების საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე და სხვადასხვა დარგის მეცნიერები ესწრებოდნენ.
შეხვედრა გარემოს დაცვის სამინისტროსა და მეცნიერებათა აკადემიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მოეწყო, რომელიც მხარეებს შორის საქართველოს ბუნების უნიკალურობის და მისი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების და ქვეყნის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაძლიერების საკითხებში თანამშრომლობას გულისხმობს.
საქართველოს ბიორესურსები, ტყის, მიწის ფლორის და ფაუნის უნიკალურობით გამოირჩევა. ქვეყანაში 400 სახეობის 400 ხე-მცენარე მოიპოვება.
მსოფლიოში 16 ხორბლის ჯიშია, რომელთაგან 4 ჯიში საქართველოში ხარობს, ასევე, საქართველოში ყურძნის 500 ჯიშია, რომელთაგან “ხიხვი”, “საფერავი” და “კაბერნე სოვინიონი” უნიკალურია.