საბაჟო – გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ შეზღუდული გრაფიკით მუშაობს

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მყინვარ დევდორაკის ენის მახლობლად მეტეოსაგუშაგოდან უწყვეტი მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის (დარიალის ხეობა) კმ 134 – კმ 135 მონაკვეთზე, 2015 წლის 10 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება ღამის 00.00-დან დილის 05.30 საათამდე.
მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია საღამოს 20:30 დილის 05:30 საათამდე; მისაბმელიანი,
ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია ღამის 00:00 საათიდან დილის 05:30 სთ-მდე (ინტენსიური ნალექის შემთხვევაში მოძრაობა აკრძალულია საღამოს 20:30 საათიდან დილის 05:30 სთ-მდე). საბაჟო- გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ იმუშავებს შესაბამისი საათობრივი გრაფიკის გათვალისწინებით. საფრთხის აღმოფხვრისთანავე, საბაჟო – გამშვები პუნქტი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები