ისნის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება
დღეს ისნის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება. “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, თბილისის ისნის რაიონში სარეკონსტრუქციო სამუშაოს გამო 11 აგვისტოს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ლუსინიანის, 300 არაგველების, ბოდბეს, ბოჭორმის, იალბუზის ქუჩებსა და წამებულის ქუჩის N45 შენობას (სულ – 310 აბონენტს).
“ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მიუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები იქონიონ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს ” ყაზტრანსგაზ- თბილისი” პასუხისმგებელი არ არის”, – ნათქვამია განცხადებაში.