სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით გარკვეულ მონაკვეთებზე ავტომანქანების გადაადგილება იკრძალება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უეფას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მატჩთან დაკავშირებით, 11 აგვისტოს, 18:00 საათიდან, თბილისში, ავტომანქანების გადაადგილება იკრძალება. ასევე უწყება იმ ქუჩის სახელსაც აკონკრეტებს, სადაც ავტომობილის გადადგილება იკრძალება.
“შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 11 აგვისტოს, 18:00 საათიდან, თბილისში, უეფას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით, ავტომანქანების გადაადგილება იკრძალება შემდეგ ქუჩებზე: მტკვრის მარცხენა სანაპიროს და ცაბაძის ქუჩის კვეთიდან ცაბაძისა და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთამდე (ცაბაძის ქუჩა სრულად დაიკეტება); წერეთლის გამზირის დასაწყისიდან (N1-დან) ვახუშტის ქუჩის კვეთამდე; დაიკეტება დ. აღმაშენებლის გამზირი. კერძოდ, თამარ მეფის გამზირისა და დ. აღამაშენებლის გამზირის კვეთიდან დ. აღმაშენებლის გამზირისა და ცაბაძის ქუჩის კვეთამდე; ავტომანქანები ვერ იმოძრავებენ დავით ყიფიანისა და მეტრეველის ქუჩებზე; მოძრაობა იკრძალება თამარ მეფის გამზირისა და მ. წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთიდან მ.წინამძღვრიშვილის ქუჩისა და წერეთლის გამზირის კვეთამდე; მძღოლები ვერ იმოძრავებენ აბასთუმნის ქუჩაზე. შედეგად, სრულად დაიკეტება ბ.პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის – „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩები. ავტომანქანებით გადაადგილება ქუჩების გადაკეტვის დროს ნებადართული იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თამარ მეფის გამზირსა და თევდორე მღვდლის ქუჩაზე”,- აღნიშნულია განცხადებაში.