რასიმ ალიევის მკვლელები დააკავეს, ფოტოჟურნალისტი ჰუსეინოვის ნათესავებმა მოკლეს

აზერბაიჯანელი ფოტოჟურნალისტი რასიმ ალიევი “გაბალას” კაპიტნის ჯავად ჰუსეინოვის ბიძაშვილებმა ცემით მოკლეს.
6 აგვისტოს, აზერბაიჯანის “გაბალამ” „ევროპა ლიგის“ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში კვიპროსულ “აპოლონს” მოუგო და პლეიოფის საგზური მოიპოვა. გამარჯვების შემდეგ „გაბალელთა“ კაპიტანმა ჯავად ჰუსეინოვმა დამარცხებული მეტოქისთვის ჭრილობაზე მარილის მოსაყრელად, სტადიონს თურქეთის დროშის ფრიალით შემოურბინა (კვიპროსის ნახევარი თურქებს აქვთ დაპყრობილი, ნაწილი კი დამოუკიდებელია).
ეს ფაქტი ჟურნალისტთაგან მხოლოდ რასიმ ალიევმა გააპროტესტა, მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აღნიშნა, რომ ჰუსეინოვის ქმედება არ იყო კარგი ჟესტი და ჯავადის ქმედებას უკულტურობა უწოდა. ჰუსეინოვმა ჟურნალისტთან საქმის გარკვევა ტელეფონით სცადა და, როგორც აზერბაიჯანელი მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ შორის ვითარება გარკვეულწილად დალაგდა, თუმცა მომდევნო დღეს რასიმ ალიევს ჰუსეინოვის ბიძაშვილებმა დაურეკეს და მეგობრულად შეხვედრა სთხოვეს, რასაც ალიევი დათანხმდა. ჟურნალისტი ჰუსეინოვის 6 ნათესავთან შესახვედრად მარტო მივიდა. ჰუსეინოვის “დამცველებმა” რასიმის წინააღმდეგ ძალები ვერ მოზომეს და ჟურნალისტი ცემაში შემოაკვდათ. ფეხბურთელის ბიძაშვილები დაკავებულები არიან და საქმეზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები