ტელეკომპანია “რუსთავი 2” სასამართლოსგან მასალების დაჩქარებულად მიღებას ითხოვს
ტელეკომპანია “რუსთავი 2” საქალაქო სასამართლოსგან იმ დოკუმენტების დაჩქარებული წესით მიღებას ითხოვს, რის საფუძველზეც მოსამართლემ ტელეკომპანიის ქონება დააყადაღა.
“რუსთავი2”-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა საქალაქო სასამართლოს აღნიშნული მოთხოვნით უკვე მიმართა.
გასაჩივრების ვადა ყადაღასთან დაკავშირებით ტელეკომპანიას 12 აგვისტოს ეწურება, შესაბამისად, დოკუმენტიც დასაბუთებული საჩივრის მოსამზადებლად სჭირდებათ.
იურისტი აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, 2 დღის წინ მიმართა სასამართლოს, თუმცა, შაბათ-კვირის დამთხვევის გამო, არასამუშაო დღეებში დოკუმენტაციის მიღებაზე უარი განუცხდეს.
დღეს თამთა მურადაშვილი საქალაქო სასამართლოში ელოდება გადაწყვეტილებას, მიეცემა თუ არა ტელეკომპანიას ის მასალები, რომლის საფუძველზეც მოსამართლის გადაწყვეტილებით დაყადაღდა “რუსთავი 2”-ის 100%-იანი წილი, ქონება, მათ შორის, ტექნიკა.
ასევე ტელეკომპანიას შეეზღუდა საბანკო გარანტიების განხორციელება და ტელეკომპანიის ხელმძღვანელ პირებს უფლება-მოვალეობები შეეზღუდათ.