უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გიორგი ბარათელი დაიღუპა“,-ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში უკრიანაში მცხოვრებმა ქართველებმა გაავრცელეს.
როგორც ცნობილია, ბარათელი, ბუტივკის შახტასთან რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში ნაღმის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.
გიორგი ბარათელი 1991 წელს არის დაბადებული. იგი დონბასში, უკრაინის 93-ე ბატალიონში იბრძოდა.