ხანძარმა სოფელ წყლულეთში 10 ჰექტარი მწვანე ნარგავი გაანადგურა

დღეს დილით, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წყლულეთში კოტეჯს ცეცხლი გაუჩნდა, რის შემდეგადაც ხანძარი ბალახსა და ბუჩქებს მოედო.
როგორც „კვირას“ შს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტიდან აცნობეს, ხანძრის შედეგად სოფელ წყლულეთის ტერიტორიის 10 ჰექტარი განადგურდა.
ადგილზე მუშაობდა 10 ავტოცისტერნა და 1 ვერტმფრენი.
ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები