მატარებელმა ახალგაზრდა მამაკაცი გაიტანა

ხობის რაიონის სოფელ ხეთაში მატარებელმა ახალგაზრდა მამაკაცი გაიტანა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შსს-ში დაუდასტურეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიკვდილი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები