ერთი წლის წინ ჩამოვარდნილმა ბომბმა ოთხი პალესტინელი მოკლა

ისრაელის ავიაციის მიერ ერთი წლის წინ ჩამოგდებული ბომბის აფეთქებამ ღაზის სექტორის აღმოსავლეთ ნაწილში ოთხი პალესტინელი მოკლა. ათეულობით ადამიანმა ჭრილობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, აფეთქება ქალაქ რაფახში, ეგვიპტის საზღვრის სიახლოვეს, დანგრეული სახლის დაშლის დროს მოხდა, რომელზეც შარშან მასობრივი სავიაციო და საარტილერიო დარტყმა განხორციელდა.
ადგილობრივ საავადმყოფოში დაახლეობით 30 ადამიანია გადაყვანილი, ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.
ერთი წინ ისრაელის ჯარისა და პალესტინელი „ბოევიკების“ დაპისპირებას 2,1 ათასი ადამიანი შეეწირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები