ბაქო-მოსკოვის რეისის თვითმფრინავში ბომბს ეძებდნენ
ბაქო-მოსკოვის რეისის თვითმფრინავი მის ბორტზე არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამო რამდენიმე საათით გვიან გაფრინდა. ამის შესახებ გამოცემა Report-ი იუწყება. პოლიციის ინფორმაციით, ბომბის არსებობის შესახებ სამართალდამცველებს მოლდავეთის მოქალაქემ ანჟელა გირვიკმა შეატყობინა, რომელიც სულიერად დაავადებული პირია. ამჟამად ამ ადამიანის დაკითხვა მიმდინარეობს.
ამასთანავე, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ პრესსამსახურმა თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. კომპანიაში ისიც დაადასტურეს, რომ თვითმფრინავის საბარგო განყოფილება ზედმიწევნით შეამოწმეს, ასევე შემოწმდა მგზავრების ხელბარგიც. ამ პროცესში სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებიც მონაწილეობენ.