ერევანში ცნობილი ექსტრასენსი ქალი მოკლეს
ცნობილი ესტრასენსი ანი მაჯნუნიანი ერევანში მოკლეს. მისი ცხედარი საკუთარ ბინაშია აღმოჩენილი.
News.am-ის ინფორმაციით, პოლიციამ მკვლელობის ფაქტი დაადასტურა. როგორც სააგენტოს პოლიციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა არმენ მალხასიანმა განუცხადა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
ანი მაჯნუნიანი 53 წლის იყო. ქალი არატრადიციული მედიცინით იყო დაკავებული. იგი ასევე უძღვებოდა ტელეშოუს „მეექვსე გრძნობას“, რომელიც ადგილობრივ ტელევიზიაში 2014 წლიდან გადიოდა.