დავით საყვარელიძის მიმართ უკრაინის პროკურატურა სამსახურებრივ გამოძიებას ატარებს
უკრაინის გენერალური პროკურატურა პროკურორის მოადგილის – დავით საყვარელიძის მიმართ სამსახურებრივ გამოძიებას ატარებს. ამის შესახებ გამოცემა unn.com-ს გენპროკურატურაში განუცხადეს. ვბრცელდება ინფორმაცია, რომ საქმე ეხება საყვარელიძის მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას.
ამ ცნობების მიხედვით, სყვარელიძე ეჭვმიტანილია პროკურატურის თანამშრომლების ტესტირების პროცესში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში. შემოწმება 6 აგვისტოს დაიწყო და მასში შიდა უსაფრთხოების და აპარატის თანამშრომლები მონაწილეობენ.
საყვარელიძე ამ საკითხთან დაკავშირებით დაკითხვაზეც არის დაბარებული.