საუდის არაბეთის მეჩეთში მომხდარ აფეთქებას 17 ადამიანი ემსხვერპლა

17 ადამიანი დაიღუპა საუდის არაბეთის ერთ-ერთ მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად. ყველა დაღუპული უსაფრთხოების ძალების თანამშრომელია. კიდევ 30 ადამიანი დაიჭრა.
„ალ – ჯაზირას“ ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ აბხაში მოხდა, რომელიც ქვეყნის სამხრეთ -დასავლეთში, იემენის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს. აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. „როიტერის“ ინფორმაციით, ამ მეჩეთში, როგორც წესი, სახელმწიფოს ძალოვანი უწყებების თანამშრომლები დადიან. ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
იემენის და საუდის არაბეთის ტერირტორიაზე 2009 წლიდან მოქმედებს ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე“. ის „ალ-ქაიდის“ ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ფრთად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები