აშშ-ში პოლიციელის მკვლელს ეძებენ

ამერიკის ლუიზიანას შტატში ბოროტმოქმედს ეძებენ, რომელმაც პოლიციის ოფიცერი მოკლა. პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 21.00 საათზე მოხდა, როდესაც პოლიციის ქვედანაყოფი გამოძახებაზე გავიდა. მათ ერთ-ერთ სახლში საეჭვო პირის არსებობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ბოროტმოქმედის მხრიდან სროლის შედეგად პოლიციის თანამშრომელმა ჭრილობა მიიღო და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ქალაქ შრივპორტში, სადაც ეს შემთხვევა მოხდა, პოლიციის სრული მობილიზაციაა გამოცხადებული. ბოროტმოქმედის დასაკავებლად ყველა ძალაა მობილიზებული.
შრივპორტში პოლიციის თანამშრომელი ბოლოს 2010 წელს დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები