ბელგიაში Manneken pis-ის ავთენტურობას შეამოწმებენ
ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი ქალაქის სიმბოლოს, Manneken pis-ის ქანდაკების ავთენტურობას შეამოწმებს. ექსპერტებს სურთ დარწმუნდნენ, რომ ქალაქის მუზეუმში არსებული ქანდაკება ნამდვილად 1619 წელს მოქანდაკე ჟერომ დიუ კესნომ შექმნა.
კვლევის პირველ ეტაპზე მეცნიერებმა რენტგენის სხივები გამოიყენეს. „იმ შემთხვევაში, თუ ქანდაკებაში ნიკელი აღმოჩნდება, ის მე-19 საუკუნის შემდეგ შექმნილი იქნება. თუ არა, მაშინ ეს ნამდვილი Manneken pis-ის ქანდაკებაა“, – ამბობენ მეცნიერები.
ბიჭუნას ქანდაკება, რომელიც ბრიუსელის სიმბოლოა, რამდენჯერმე მოიპარეს. 1745 წელს ის ინგლისელმა ჯარისკაცებმა წაიღეს, 1817 წელს კი ფრანგმა მოიპარა, რომელიც მანამდე ციხიდან გაუშვეს.
Manneken pis ბელგიის დედაქალაქის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობაა. ბრიუსელის ცენტრალურ მოედანზე ამჟამად მისი ასლია, ხოლო ორიგინალი, რომელსაც მეცნიერები ამოწმებენ, ბრიუსელის საქალაქო მუზეუმში ინახება.