ბალის აეროპორტი ვულკანის ამოფრქვევის გამო ისევ დაიხურა

ინდონეზიის ხელისუფლება ვულკან რაუნგის ამოფრქვევის გამო იძულებული გახდა ისევ დაეხურა კუნძულ ბალის აეროპორტი.
ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აეროპორტი რამდენიმე საათით დაიხურება. ამას უკვე მოჰყვა მრავალი რეისის გაუქმება.
ადგილობრივი ვულკანოლოგების ინფორმაციით, ვულკანი რაუნგი, როგორც წესი, ფერფლს 700-800 მეტრის სიმაღლეზე აფრქვევს, მაგრამ ამჯერად ფერფლი 1000 მეტრის სიმაღლეს გადასცდა.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბალის აეროპორტი უკვე მოეთხედ იკეტება. ვულკანი რაუნგი ივნისის ბოლოს გააქტიურდა. ყველაზე რთული სიტუაცია 9-დან 12 ივლისამდე შეიქმნა, როდესაც ბალიზე 900 ავიარეისი იყო გაუქმებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები