მალაიზია ადასტურებს, რომ აფრიკის სანაპიროსთან ნაპოვნი ნამსხვრევები ერთი წლის წინ დაკარგულ თვითმფრინავს ეკუთვნის

აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ნაპოვნი ნამსხვრევები MH-370-ის რეისის „ბოინგს“ ეკუთვნის, რომელიც ერთი წლის წინ დაიკარგა. ამის შესახებ მალაიზიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ექსპერტების დასკვნების მიღების შემდეგ განაცხადეს.
თვითმფრინავი მადაგასკარის სიახლოვეს მდებარე კუნძულ რეიუნიონზე აღმოაჩინეს. ლაინერს ერთ წელზე მეტ ხანს ეძებდნენ. ის 2014 წელს კუალა-ლიმპურიდან პეკინში მიფრინავდა და რადარების ეკრანებიდან გაქრა.
ავიაკომპანია Malaysia Airlines-ს წარმომადგენლები ამ ფაქტს სიმართლის დადგენაში „მნიშვნელოვან გარღვევას“ უწოდებენ.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სხვა ობიექტებიც იქნება ნაპოვნი, რომლებიც ამ საიდუმლოს გახსნაში დაგვეხმარება“, – განუცხადა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა სააგენტო „ფრანს – პრესს“.
იმის გამო, რომ კუნძული რეიუნიონი, სადაც თვითმფრინავის ნამსხვრევი იყო აღმოჩენილი, საფრანგეთს ეკუთვნის, ის საფრანგეთში გააგზავნეს, სადაც მას ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტები ექსპერტიზას ჩაუტარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები