ლაგოდეხში მომხდარ ავტოავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა

ლაგიდეხში, სოფელ შროშაში, ცენტრალურ გზაზე მომხდარ ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 კი, დაშავდა. ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით მიმავალი ჯიპისა და BMW- ს მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ.
დაშავებულები უკვე ლაგოდეხის რაიონულ კლინიკაში არიან მოთავსებულები.
როგორც მედიკოსები აცხადებენ, სამი დაშავებულიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი ორი კი უახლოეს ხანში სახლში გააგრძელებს მკურნალობას.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები