პეტრო პოროშენკომ გერმანიისგან 500 მილიონი ევროს კრედიტი მიიღო
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გერმანიისგან 500 მილიონი ევროს კრედიტის მიღების მემორანდუმის რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება.
მემორანდუმი უკრაინას და გერმანიას შორის 2015 წლის აპრილში იყო ხელმოწერილი და შემდეგ მისი რატიფიცირება უმაღლესმა რადამ მოახდინა. დოკუმენტის მიხედვით, გერმანიის სახელმწიფო ბანკი უკრაინას კრედიტის მისაღებად აუციებელ გარანტიებს წარმოუდგენს.
ამ კრედიტს აღმოსავლეთ უკრაინაში სატრანსპორტო, ენერგეტიკული, საცხოვრებელი და სოციალური ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოიყენებენ. თანხები ასევე მოხმარდება წყლის მიწოდების და გათბობის პრობლემების მოგვარებას.
მანამდე უკრაიანამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში 1,7 მილიარდი დოლარის ტრანში მიიღო. ეს თანხები ქვეყნის სავალუტო რეზერვების შევსებას მოხმარდება.