ძლიერი სიცხის გამო იაპონიაში ბოლო დღეებში 25 ადამიანი დაიღუპა
ბოლო დღეებში ძლიერი სიცხის გამო იაპონიაში 25 ადამიანი დაიღუპა და 12 ათასამდე ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
იაპონიის ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა 39 გრადუს ცელსიუსს შეადგენს. ამიტომ, ძირითადად, 65 წელს გადაცილებული ადამიანები ზარალდებიან. ექიმები მოსახლეობას ურჩევენ, თუ აუცილებლობას არ წარმოადგენს, შენობიდან არ გავიდნენ და მეტი სითხე მიიღონ.
მთლიანად 2015 წლის ივნისიდან იაპონიაში სიცხისგან 40 ადამიანი დაიღუპა. 35 ათასს კი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.