ნიჟნი – ნოვგოროდში მომხდარ საზარელ მკვლელობაში ბრალდებულს შეიძლება სხვა დანაშაულიც ჰქონოდეს ჩადენილი (ვიდეო)
რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში ექვსი ბავშვისა და ფეხმძიმე ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ ოლეგ ბელოვს, შესაძლოა, სხვა დანაშაულებიც აქვს ჩადემილი. ასეთი ეჭვი სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გამოთქვეს. კერძოდ, მათი ვარაუდით, ბელოვმა ნიჟნი- ნოვგოროდის 19 წლის მკვიდრი მარია გლინკინა მოკლა.
დანაშაული 2014 წლის ნოემბერში იყო ჩადენილი. გოგონა კლასელთან შესახვედრად კაფეში წავიდა. მოგვიანებით მისი დასახიჩრებული ცხედარი ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში აღმოაჩინეს.
გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე გლინკინა უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს. კადრებზე ჩანს, რომ გოგონა ქუჩაში მიდის და მას მიჰყვება ადამიანი, რომელიც ძალიან ჰგავს ოლეგ ბელოვს.
თავად ბელოვი ამჟამად ქალაქ კოვროვის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციაში იმყოფება. მან დაკავების ოპერაციის დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია და მუცელში იყო დაჭრილი.
მანამდე კი გამომძიებლებმა ვლადიმერის ოლქის ქალაქ გოროხოვეცში ოლეგ ბელოვის დედის ცხედარი აღმოაჩინეს. გამოძიების ვერსიით, საკუთარი დედაც ასევე ბელოვმა მოკლა.