„ბრავო, გიორგი“ – ქართველმა საოპერო მომღერალმა იტალიაში რუსი მოზარდი გადაარჩინა

ქართველმა საოპერო მომღერალმა გიგი ცინცაძემ იტალიაში 15 წლის რუსი მოზარდი გადაარჩინა, რომელიც ზღვაში იხრჩობოდა. ინციდენტი იტალიის საკურორტო ქალაქ მარჩელი-დი-ნუმანის პლაჟზე მოხდა.
ფაქტის თვითმხილველი ცინცაძის კოლეგა ომარ ჯოხაძე გახდა, რომელმაც ამ ამბის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ჩემი მამაცი და გმირი მეგობარი გიორგი ცინცაძე! შენმა გმირულმა საქციელმა მთელი ქალაქი აალაპარაკა. შენ ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდი, რომელმაც აღელვებულ ზღვაში სიცოცხლის რისკის ფასად 15 წლის რუსი მოზარდი გადაარჩინა. მე შენით ვამაყობ“, – დაწერა ფეისბუქის გვერდზე ომარ ჯოხაძემ.
ჯოხაძემ ასევე ნახატი გამოაქვეყნა, რომელიც რუსმა მოზარდმა გიორგი ცინცაძეს მადლობის ნიშნად აჩუქა. ნახატს აწერია: „ბრავო, გიორგი“.
ქართველი საოპერო მომღერალი გიორგი ცინცაძე წარმოშობით ქუთაისიდან არის. ამჟამად ის მილანში მუშაობს, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

11853932_10204407966750864_276515297_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები