5 აგვისტოს

11:00 საათზე მოკლული იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რა ეტაპზეა და როგორ მიმდინარეობს ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565

09:00
NEW
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ 100 ბავშვს ვარდების მოედნიდან ბაკურიანში, ტოლერანრობის საერთაშორისო ბანაკში გააცილებს. ბავშვები ფრაქციასთან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით გაემგზავრებიან. საკონტაქტო პირი: მარიამ ლომთათიძე – 598 85 00 80
11:00
ჯანდაცვის სამინისტროში, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: თბილისი. წერეთლის გამზ. 144
11:00
NEW
სასტუმრო „რუმსში“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო მართავს შეხვედრა/დისკუსიას თემაზე: „გენდერული თანასწორობის როლი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლისათვის“. შეხვედრას გახსნიან: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი მენეჯერი კატერინა ნტეპი. მისამართი: კოსტავას 14
11:00
NEW
„პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ბრიფინგს გამართავს. თემა: ეროვნული ბანკი სავალუტო ფონდის მოთხოვნებს არ ასრულებს. პრეზიდენტის არგუმენტები ვეტოსთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“ მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44

12:00
“მემარცხენე ალიანსი” და ლაშა ჩხარტიშვილი თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმთა მოთხოვნით გააპროტესტებენ მიმდებარე ტერიტორიაზე ტყე-პარკის განადგურებას, ასევე ექიმთა კოლექტიურ წერილს გადაცემენ ქალაქის მერიასა და საკრებულოს მისამართი: დიღმის მასივი, ლუბლიანას ქ. #5 (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო) ტელ: 599 91 10 03

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები