ალექსი პეტრიაშვილი და ეკა მიშველაძე ქორწინდებიან

„მე და ეკამ გადავწყვიტეთ, რომ შევუღლდეთ და ჩვენს შვილებთან ერთად შევქმნათ ერთი დიდი ლამაზი ბედნიერი ოჯახი“, – აღნიშნული შინაარსის სტასუსს ფეისბუქის გვერდზე „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ- ერთი წევრი ალექსი პეტრიაშვილი აქვეყნებს და საზოგადოებას მისი და ჟურნალისტი ეკა მიშველაძის სიყვარულის შესახებ ამცნობს.
„დილა მშვიდობისა ყველას! ცუკერბერგის და საქართველოში მისი “წარჩინებული” მიმდევრების შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს! ყველაფერს ვიფიქრებდი და მოველოდი ამ დილით, მაგრამ ცუკერბერგნები მაგნები თუ იტყოდნენ ჩემი და ეკას მაგივრად ჩვენს სათქმელს, ნამდვილად არა!
ამ ტექნოლოგიურ ოინობაში არის ორი რამ რაც მე არ მომწონს:
1. სტატუსი – in relationship! მინდა გამცნოთ, რომ საქმე გაცილებით უფრო სერიოზულადაა და შორს არის წასული! მე და ეკამ გადავწყვიტეთ, რომ შევუღლდეთ და ჩვენს შვილებთან ერთად შევქმნათ ერთი დიდი ლამაზი ბედნიერი ოჯახი!
2. ფოტო – კაი ხალხი, კაი მოგონებები, კაი დრო, მაგრამ ეს ფოტო კოლექტიურ ინ რილეიშენშიპის განცდას მიქმნის.
ამიტომ დროებით, ვიდრე ახალი და სიტუაციის შესაბამისი ერთობლივი ფოტოები გვექნება აქვე გთავაზობთ ჩვენს ერთობლივ ფოტოს, რომელსაც თავისი ისტორია აქვს, მაგრამ ამაზე მოგვიანებით“, – წერს პოლიტიკოსი და სტატუსთან ერთად მისი და მისი რჩეულის საერთო ფოტოს აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები