ოდიშარიას მეუღლე: ჩემი ქმარი ბულაჩაურში ისვენებს

  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია კუთვნილ შვებულებას დუშეთის რაიონის სოფელ ბულაჩაურში ატარებს, – ამის შესახებ „კვირას“ მინისტრის მეუღლემ ცისანა ოდიშარიამ განუცხადა. მისი თქმით, გურამ ოდიშარიას კუთვნილი შვებულებებით არ უსარგებლია და გუშინ შვებულებაში გასვლის შესახებ განცხადება დაწერა.
„ჩემი მეუღლე აგარაკზეა, დღეს დილით ბულაჩაურში გაემგზავრა და ის ამ დღეებში სახლში უკან დაბრუნდება“, – აცხადებს ცისანა ოდიშარია.
მისი თქმით, მეუღლე გუშინ სამსახურიდან კარგ გუნებაზე დაბრუნდა, დღეს კი დასასვენებლად გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები