დევნილთა სამინისტროსთან, აქციაზე დაპირისპირება მოხდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში შესახლებულმა პირებმა აქცია გამართეს, სადაც დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეებმა სამინისტროს დაცვის კორდონი გაარღვიეს და შენობაში შეაღწიეს, რის გამოც პოლიციის დამატებითი ძალების გამოძახება გახდა საჭირო.
მათი მთავარი მოთხოვნა, გამოსახლების შეწყვეტა და ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებაა.